სასწავლო კურსის მიზანია ინტენსიური პრაქტიკული მუშაობის გზით სტუდენტს უფრო მეტად განუვითაროს ის რეპორტიორული უნარ-ჩვევები, რაც წინა სემესტრებში სხვადასხვა პრაქტიკული საგნის ფარგლებში აითვისა. კერძოდ, ჯგუფში მუშაობისა და ჯგუფური ჟურნალისტური პროექტის მომზადებისას  მისცეს სტუდენტს რეალობასთან დიდწილად მიახლოვებულ სიტუაციაში (რედაქციაში) მუშაობის გამოცდილება.