სასწავლო კურსის მიზანია შიდა საუნივერსიტეტო სემესტრული გაზეთის, აგრეთვე, მედია ცენტრის ბაზაზე სტუდენტს მიაღებინოს პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში მუშაობის გამოცდილება. 

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტს ეცოდინება როგორ მოიფიქროს, დაგეგმოს და მომზადოს რეალური ახალი ამბავი ოპერატიულად, რეალურ სიტუაციაში; როგორ შექმნას საგაზეთო მასალები და გააფორმოს ეს მასალები (შეურჩიოს სათაური, ფოტო, ფოტოზე მინაწერი).