მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტებო,
მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეიქმნა ახალი პორტალი - Soft (სტუდენტთა საინფორმაციო სისტემის ახალი თანამედროვე ანალოგი).
Soft-ი მიმდინარე სემესტრში სატესტო რეჟიმში იმუშავებს, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის უკუკავშირი პორტალის მუშაობასთან დაკავშირებით. თქვენგან მიღებული რჩევები გამოყენებული იქნება პორტალის შემდგომი განვითარებისთვის.
მსგავსად წინა სემესტრისა, მომდევნო სემესტრებშიც რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება.
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე სტუდენტს შეუძლია, სასწავლო პროგრამის შესაბამისად, აირჩიოს მისთვის განკუთვნილი სასწავლო კურსები/საგნები.
პირველი ეტაპის რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტმა უნდა გაიაროს მეორე ეტაპის რეგისტრაცია, რაც გულისხმობს პირველ ეტაპზე არჩეულ სასწავლო კურსებზე/საგნებზე შემოთავაზებულ ჯგუფებში რეგისტრაციას. თქვენ შეგიძლიათ სკოლის მიერ შემოთავაზებული ჯგუფებიდან სასურველი სალექციო დროის და ლექტორის არჩევა.
გთხოვთ იხილოთ პირველი და მეორე ეტაპის რეგისტრაციის თარიღები სკოლების მიხედვით:
თითოეული თქვენგანი სკოლის ადმინისტრაციისგან ცალკე წერილის სახით მიიღებთ როგორც Soft-ის გამოყენების დეტალურ ინსტრუქციას, ასევე, ინფორმაციას მიმდინარე სემესტრში თქვენთვის შემოთავაზებულ სასწავლო კურსებთან დაკავშირებით.
სწავლის საფასური:
პირველი ეტაპის რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, მეორე ეტაპის რეგისტრაციის დაწყებამდე, სტუდენტმა უნდა გადაიხადოს სწავლის სემესტრული საფასური სრულად. სტუდენტს ასევე შესაძლებლობა აქვს სწავლის სემესტრული საფასური დაყოს ოთხ ნაწილად. სწავლის საფასურის გრაფიკის შესადგენად სტუდენტმა უნდა გადაიხადოს სწავლის სემესტრული საფასურის სულ მცირე 25%. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სწავლის სემესტრული საფასურის მოცულობას და გადახდის გრაფიკს, თქვენი გრანტებისა და შეღავათების გათვალისწინებით, Soft-ი დაიანგარიშებს ავტომატურად. სწავლის საფასურის გადახდის დეტალური ინსტრუქცია გამოგეგზავნებათ მეილზე დამატებით.
უცხო ენების ჯგუფების არჩევა:
იმ სტუდენტებს, რომლებსაც მიმდინარე სემესტრში მათი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, ან თავისუფალ კრედიტად სურთ უცხო ენის არჩევა, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე უნდა მონიშნონ მათთვის სასურველი ენა და მისი შესაბამისი დონე, ხოლო რეგისტრაციის მეორე ეტაპი უცხო ენების ჯგუფებზე გაიხსნება ყველა სტუდენტისთვის ერთდროულად 27.01.2025 15:00 საათზე.
გისურვებთ წარმატებულ სასწავლო სემესტრს!
Dear Students,
We are pleased to inform you about the launch of a new portal, Soft, designed specifically for the students of International Black Sea University. Soft serves as a modern replacement for the previous student information system.
Soft will be operating in test mode during the upcoming spring semester. Your feedback is crucial for refining the portal and enhancing its functionality. The insights you provide will directly contribute to its development.
As in previous semesters, registration will be conducted in two stages:
First Stage of Registration
In this initial stage, students will select courses/subjects as per their educational program requirements.
Second Stage of Registration
After completing the first stage, students must proceed to the second stage, where they will register for specific groups for the chosen courses. This stage allows you to select preferred lecture times and lecturers from the available options provided by your school.
Please refer to the following schedule for the registration stages by school:
Each student will receive a separate email from their school administration with detailed instructions on using Soft and information about the courses offered for the semester.
Tuition Fees
Students must pay their semester tuition fee in full after completing the first stage of registration and before beginning the second stage. Alternatively, the tuition fee can be divided into four installments, with at least 25% of the fee required upfront to set up a payment schedule. Soft will automatically calculate your tuition fees and payment schedules, factoring in any grants and scholarships. Detailed payment instructions will be provided in a separate email.
Foreign Language Groups
Students interested in selecting a foreign language as part of their educational program or as a free credit should do so during the first stage of registration. The second stage for registering in foreign language groups will open simultaneously for all students on 27.01.2025 at 3:00 PM.
We wish you a successful academic semester!