რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა მდიდარი, ზოგერთი კი - ღარიბი? ეს ერთი შეხედვით მარტივი შეკითხვა მიმართულია თანამედროვე სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე სათუთი პრობლემისკენ, რომელსაც არათანაბარი ეკონომიკური განვითარება ჰქვია. მნიშვნელობით, ამ პრობლემას მხოლოდ ომის / მშვიდობის, ან გარემოს დაბინძურების საკითხი შეედრება. არათანაბარი ეკონომიკური განვითარების გამო ხდებოდა რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალებები; ტოტალიტარული მთავრობები და სამხედრო დიქტატურები ერს  პოლიტიკურ თავისუფლებას ართმევდა; ძალიან ბევრი ადამიანი კარგავდა პირად თავისულებას, ზოგჯერ კი საკუთარ სიცოცხლესაც კი; მილიონობით ადამიანი იღუპებოდა შიმშილის, ცუდი კვების, ან ავადმყოფობის გამო. ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე სხვა მდიდარი სახელმწიფოები, მილიონობით დოლარს ხარჯავდა და ხარჯავს ღარიბი  ქვეყნების დასახმარებლად, მაგრამ მდიდარი და ღარიბი ქვეყნების ეკონომიკური უთანასწორობა არათუ მცირდებოდა, არამედ იზრდებოდა კიდეც წლებთან ერთად.

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის ძირითადი ინფორმაციის მიცემას, ეკონომიკური განვითარების ისტორიული ეტაპების შესახებ. კურსი აქცენტს აკეთებს მსოფლიო ისტორიის ეკონომიკურ ასპექტებზე და ამდენად ცდილობს სტუდენტებში გააღრმავოს ცოდნა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის შესახებ, უძველესი დროიდან დღემდე.