სტუდენტებო, დღის მანძილზე არ მქონდა ელ-ენერგია, ამიტომ ახლა გიგზავნით კაზუსს და ხვალ საღამომდე გამომიგზავნეთ პასუხები. 

 

პეტრემ დაინახა, რომ მის მეუღლეს შეურაცხყოფას აყენებდა უცნობი ქალბატონი. პეტრემ მოუწოდა უცნობ ქალბატონს თავაზიანობისკენ, რის შემდეგაც უცნობმა ქალბატონმა კიდევ უფრო მძიმედ დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება პეტრეს მეუღლეს. პეტრეს რამდენიმე მოწოდების მუხედავად, ქალბატონი უფრო მძიმედ შეურაცხყოფდა პეტრეს მეუღლეს და არ აპირებდა დამშვიდებას. ბოლოს უცნობმა ქალბატონმა აიღო მძიმე ჯოხი და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიზნით მოუქნია პეტრეს მეუღლეს დასარტყამად. ამით გამწარებული პეტრე  ჩავარდა აფექტის მდგომარეობაში და მძიმე ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით დაასწრო და მოკლა უცნობი ქალბატონი. უცნობი ქალბატონი იყო ორსულად, რაც პეტრეს შეცნობილი ჰქონდა.

შეაფასეთ პეტრეს ქმედება.