საგნის პროგრამაში შედის ენისა და მეტყველების ფუნქციების, მეტყველების კულტურის, რიტორიკის საკითხები. კურსის მიზანია, განუმტკიცოს სტუდენტს სალიტერატურო ენის პრაგმატული ცოდნა პროფესიული მიმართულების მოთხოვნათა შესაბამისად, განუვითაროს მართლმეტყველების უნარ-ჩვევები. მოცემული კურსი მიზნად ისახავს, რომ   სტუდენტებს შეასწავლოს:

პიროვნებისა და საზოგადოების საერთო ენობრივი გარემოს ოწესრიგებულობა, სახელმწიფო ენის მიმართ განსაზღვრულ უფლება მოვალეობით პრობლემები;

 მართლმეტყველების დადგენილი ნორმების გაცნობა-გაანალიზება, ენის ისტორიის საკითხები, ლიტერატურულ-სამწერლო კულტურის მიმოხილვა, ორთოგრაფიის, ორთოეპიის, პრაქტიკული სტილისტიკის, ლექსიკოლგიისა თუ ტერმინოლოგიის ცნებათა გაანალიზება; თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრება და სფეროს კომპლექსური საკითხების გაცნობიერება; სამწერლო ენის განვითარების თვალსაჩინო მაგალითებისათვის გამოიყენება ქართველი მწერალთა ნაწარმოებები; იმ ენობრივი ნორმების ფლობა, რომელიც სალიტერატურო ენის განვითარების შესაბამისი დონისთვის არის მიღებული და სავალდებულო; სასწავლო ჯგუფში ურთიერთობას, მსჯელობას, კონსესუსის მიღწევას, რაც შემდგომ გამოადგება პრაქტიკული საქმიანობისას - პროექტის ეფექტურად განსახორციელებლად წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.