სასწავლო კურსის მიზანია: სტუდენტს წარმოდგენა შეუქმნას საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციებსა და ამოცანებზე; გააცნოს სახელმწიფო სტრუქტურებში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და კომერციულ სექტორში საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) პრინციპები და მუშაობის სპეციფიკა.
სტუდენტს მისცეს საბაზისო ცოდნა, რათა მან განსაზღვროს PR სპეციალისტის პროფესიული როლი და პასუხისმგებლობა, გააცნობიეროს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესი, შეძლოს აღნიშნული სფეროს პროფესიონალურ დონეზე სტრატეგიული და ტაქტიკური დაგეგმვა.
სასწავლო კურსი ითვალისწინებს იმ უნარების განვითარებას, რაც ბაკალავრს დასჭირდება საზოგადოებასთან ურთიერთობისას მასალების მომზადებისთვის, ასევე, ასწავლის პრაქტიკულ გზებს, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოებასთან ურთიერთობას პროფესიულ დონეზე განახორციელებს.
- Teacher: nino kuloshvili