სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა ისტორიული ფაქტების მიმოხილვით შეისწავლონ ფილოსოფიის ძირითადი მიმართულებები და ცნებები. თემატიკის მიხედვით მოვლენათა ქრონოლოგიურად დალაგება სტუდენტებს ხელს შეუწყობს მიიღონ სათანადო ცოდნა ყველაზე ფუნდამენტური ფილოსოფიური ცნებების შესახებ. სასწავლო კურსის მიზანია გააღრმავოს სტუდენტთა ინტერესი ფილოსოფიაში, დაანახოს მათ ახალი პერსპექტივები, რათა შეიცნონ ინდივიდის ადგილი და ირგვლივ არსებული რეალობა.