ეს სასწავლო კურსი მიზნად ისახავს შეასწავლოს სტუდენტებს ანალიტიკური ჟურნალისტიკის სპეციფიკა; მისცეს მათ თეორიული ცოდნა ანალიზისა და თვალსაზრისის ფორმებზე და ამავდროულად, პრაქტიკულად დააუფლოს ისინი ამა თუ იმ ფორმისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ, წერონ ამა თუ იმ ანალიტიკური ფორმის (ჟანრის) სტატიები: საავტორო სვეტი; ედიტორიალი (სარედაქციო) და ოპედი; ახალი ამბის ანალიზი; ფიჩერსი; პორტრეტი; მიმოხილვა; რეცენზია.