სასწავლო კურსის მიზანია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ინგლისური ენის ოთხივე ენობრივი კომპეტენციის (reading, writing, listening, speaking) დახვეწა და სრულყოფა. კურსი ითვალისწინებს სისხლის სამართლის დარგში შეთავაზებული შესაბამისი სირთულის ინგლისურენოვან იურიდიულ დოკუმენტაციასთან (სასამართლო გადაწყვეტილებები, სარჩელი, კანონმდებლობა და სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი აქტები) მუშაობას, ქართულ ენაზე ინტერპრეტაციისა და თარგმანის უნარების გამომუშავებას სამართლებრივი ტექსტისადმი წამოყენებული მოთხოვნების დაცვით; ენის შესწავლისას შეძენილი უნარ-ჩვევების დაკავშირება ძირითად სპეციალობასთანიურიდიული ტერმინოლოგიის საფუძვლიან ათვისება.სტუდენტები განივითარებენ უცხოენოვანი მასალის აღქმისა და აზრის სწორად გადმოცემის, პრეზენტაციის მომზადების, იურიდიული ხასიათის ტექსტის წერის უნარებს დარგობრივ კონტექსტში, სამართლის დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით. 

სწავლების პროცესში აქტიური ყურადღება დაეთმობა სამართლებრივი ინგლისური ენის გამოცდისთვის მომზადებას (ILEC). კურსი დაეხმარება სტუდენტებს გაიუმჯობესონ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში გამოსვლის უნარი, დებატებსა და სხვადასხვა დისკუსიაში მონაწილეობის უნარი, ასევე სამართლებრივი დოკუმენტაციის წერის უნარი, კაზუსის ამოხსნის უნარი, შესაბამისი იურიდიული ტერმინოლოგიის სწორად გამოყენების ტექნიკა.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას საჯარო გამოსვლის აქტივობაში ‘So You Think You Can Speak’.