ახალი ამბების ჟურნალისტიკა” საბაზისო კურსია, რომელიც წერის ტექნიკას შეასწავლის. ამ საწვრთნელი კურსის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ახალი ამბების არსზე, სპეციფიკაზე, სახეებზე; დააუფლოს ისინი ახალი ამბების გასაშუქებლად საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. სემინარებში, პრაქტიკულებსა და დისკუსიებში მონაწილეობა სტუდენტთა აქტივობის აუცილებელი ფორმაა. საკონტაქტო დროი ეთმობა როგორც ლექციებს, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს – სემინარებსა და ე. წ. სწრაფად წერის ტრენაჟებს.
კურსის შედეგი: სტუდენტები ისწავლიან ახალი ამბების მომზადებას სხვადასხვა მედიასაშუალებისათვის;
- გამოუმუშავდებათ ინფორმაციათა მოძიების და ფაქტების გადამოწმების უნარი;
- გაიწვრთნებიან მოკლე თუ ვრცელი ნიუსების, ინტერვიუებისა და რეპორტაჟების წერაში;
- დაეუფლებიან ახალი ამბების ჟურნალისტიკისათვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს;
- ამასთან, გამოუმუშავდებათ გუნდური მუშაობის უნარიც.
- Teacher: Dr. Dali Osepashvili