სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ
მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა თავისებურებები; გაიაზრონ ჟურნალისტიკის როლი მასობრივი კომუნიკაციების
სისტემაში; მიიღონ ცოდნა დარგის ფუნქციის, მიზნებისა და პრინციპების შესახებ.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტი
შეიძენს თეორიული ცოდნას მედიასისტემების შესახებ; გააცნობიერებს ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის საშუალებათა არსს;
გაიაზრებს ჟურნალისტიკის ფუნქციებს, მათ შორის სოციალურ ფუნქციას.
გაათვითცნობიერებს მედიის, როგორც ხელისუფლების მაკონტროლებლის, როლს.
წარმოდგენას შეიქმნის ჟურნალისტურ პროფესიების შესახებ, ისევე როგორც მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა სტრუქტურის შესახებ.- Teacher: Magda Memanishvili