Academic Writingსასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს გამოუმუშაოს აკადემიური წერის, სანდო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარები. ასევე შეასწავლოს აკდემიურ სივრცეში საჭირო ნებისმიერი ტიპის ტექსტის აგების პრინციპები, განუვითაროს კრიტიკულად აზროვნებისა და ანალიზის კომპეტენციები.

შემოთავაზებული სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი განივითარებს იმ კომპეტენციებს, რომლებიც შეესაბამება აღნიშნული სასწავლო კურსის მიზნებს და  პროგრამის შედეგებს. კერძოდ:

 

·         აღწერს აკადემიური წერის პრინციპებს;

·         დამოუკიდებლად ამზადებს აკდემიურ სივრცეში საჭირო ნებისმიერი ტიპის ტექსტს/ნაშრომს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;

·         განსაზღვრავს აკადემიური წერის მოთხოვნებს და ინფორმაციის სანდოობას;

·         აგებს გამართულ ტექსტს აკადემიური სტილის შესაბამისად (APA Style, 7th Edition);

·         დამოუკიდებლად მოიძიებს და აანალიზებს ინფორმაციას,  და წარმოადგენს გამართული სტრუქტურით, მკითხველისათვის გასაგეენაზე;

·         შეარჩევს დასმული ამოცანის შესაბამის წერის სტრუქტურას;

აფასებს და აანალიზებს ნაშრომს და არგუმენტირებულად მსჯელობს მასზე.