სტუდენტები გაეცნობიან პროექტის მართვას, როგორც ცალკე დისციპლინას. მისი გამოყენების
აუცილებლობებსა და უპირატესობებს, პროექტის შემადგენელ კომპონენტებს და უახლეს მიდგომებს,
რომელიც გამოიყენება მედიაში ტრადიციული პრობლემების გადაჭრის დროს. საგანში ყურადღება
მიექცევა რეალური პრობლემების განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტს უნდა:
- ესმოდეს პროექტის მართვის პრინციპები
- ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას პროექტის შემადგენელ თითეულ კომპონენტზე
- შეეძლოს პროექტის შინაარსობრივი ნაწილის დაგეგმვა
- შეეძლოს პროექტთან დაკავშირებული რისკების მართვა
შეეძლოს პროექტის ხარჯებისა და ვადების განსაზღვრა და კონტროლი