მენეჯმენტის საფუძვლები: სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს და შეასწავლოს მენეჯმენტის, როგორც მართვის ხელოვნების მეცნიერული და პრაქტიკული ასპექტები და გამოუმუშავოს მენეჯერული საქმიანობისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები. კურსი მოიცავს მენეჯმენტის სფეროს ძირითად თემებს, როგორიცაა მენეჯმენტის არსი და რაობა; მენეჯერის 4 ძირითადი ფუნქცია, უნარები და დონეები; მენეჯმენტის სკოლების და მენეჯმენტის მოდელების ევოლუცია; ორგანიზაციის რაობა და მისი შიდა და გარე გარემოს ანალიზი; ორგანიზაციის  სტრუქტურები;  მართვის სტილი და მოდელები; კომუნიკაციის როლი მართვაში; გადაწყვეტილების მიღების პროცესის თავისებურებები; სტრატეგიული დაგეგმვის არსი და ძირითადი პრინციპები; მოტივაციის თეორიები; კონფლიქტების, ცვლილებების და სტრესის მართვის პრინციპები.

კრედიტების რაოდენობა და საათების განაწილება: 56505: 150ათი ზი გააკეთონ სტატიების განათლების სფეროშიია გამოიყენოს  ECTS: 125 საათი, მათ შორის 32 საკონტაქტო საათი (ლექცია – 14 სთ. სემინარი – 14 სთ. შუალედური გამოცდა – 2 სთ. დასკვნითი გამოცდა – 2 სთ.) და 93 საათი დამოუკიდებელი მუშაობა. 

დაშვების წინაპირობები: სასწავლო კურსს შესწავლის წინაპირობები არ გააჩნია.